დღეიდან ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი იწყება!
Aa
Aa

დღეიდან ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი იწყება!

ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს აკადემია" დღეიდან საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 

2001 წელს დაბადებულ მოზარდებში ტურნირი 25 აპრილამდე გაგრძელდება, მონაწილე გუნდების სია კი შემდეგნაირია: ამ ტურნირის გასული წლის ჩემპიონი - ჰოლანდიური "ალკმაარი", მილანის "ინტერი", ბელგიური "გენტი", ზაგრების "დინამო", აზერბაიჯანული "გაბალა", კიევის "დინამო", თურქული "ტრაბზონსპორი" და თბილისის "დინამო". 

გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდნენ: 

A ჯგუფი: "დინამო" (თბილისი), "ინტერი", "გაბალა", "გენტი".

B ჯგუფი: "ალკმაარი", "დინამო" (ზაგრები), "ტრაბზონსპორი", "დინამო" (კიევი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები