ალონსო:
Aa
Aa

ალონსო: "გაშვებული გოლი ჩვენთვის ბევრს არაფერს ცვლის"

მიუნხენის "ბაიერნის" შუახაზელმა, ხაბი ალონსომ, "რეალთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ორივე გუნდი ერთმანეთს მშვენივრად იცნობს. ვიცით ისიც, რომ მათი შეჩერება რთული იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია 2 გოლი გავუტანოთ, ხოლო გაშვებული 1 გოლი არსებითად ჩვენთვის არაფერს ცვლის და ამან არ უნდა დაგვაბნიოს. 

ნამდვილად არ ვიცი ვინ ითამაშებს ბეილის ნაცვლად, თუმცა ფაქტია, რომ "რეალს" მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს და ზიდანს ლავირების საშუალება აქვს". - განაცხადა ალონსომ. 

"რეალი" და "ბაიერნი", დღეს, 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები