ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "მილანი" ჩინური კომპანიის მფლობელობაში გადავიდა!

როგორც იქნა, იტალიური "მილანის" გაყიდვას საშველი დაადგა და კლუბი ჩინური კომპანია - Rossoneri Sport Investment Lux-ს დაქვემდებარებაში გადავიდა. აღნიშნული ცნობა "როსონერის" ოფიციალურმა საიტმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

სტატიაში წერია, რომ კლუბის აქციათა 99.93% ამიერიდან სწორედ Rossoneri Sport Investment Lux ფლობს. მან იტალიური გრანდის სანაცვლოდ ჯამში 740 მილიონი ევრო გადაიხადა, რომელთაგანაც 220 მილიონი არსებული ვალების დაფარვას მოხმარდება. 

"მილანის" ახალი ხელმძღვანელობა მედიის წინაშე ხვალ წარდგება და სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.

მილანურ კლუბს სილვიო ბერლუსკონი 1986 წლის შემდეგ მოყოლებული ედგა სათავეში და მასთან არაერთი ტიტული თუ სხვა სახის წარმატება ასოცირდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები