ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "11 ფეხბურთელით რონალდუს ვაკონტროლებდით, შემდეგ მან თამაშის ბედი გადაწყვიტა"

"ჩემპიონთა ლიგის" პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც "რეალმა" სტუმრად "ბაიერნი" 2:1 დაამარცხა, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟუნრალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"განსხვავება უმცირეს დეტალებში იყო. ჩვენ ვერ გავიტანეთ პენალტი, რითაც შეგვეძლო ანგარიში 2:0 გაგვეხადა. მეორე ტაიმში სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც მატჩის მიმდინარეობა შეცვალა. 

ვფიქრობ, სანამ 10 კაცით დავრჩებოდით კრიშტიანუს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა საბოლოო ჯამში მან თამაშის ბედი გადაწყვიტა. 

მომავალი კვირა ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ თამაშში ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ". - განაცხადა ანჩელოტიმ. 

ამ წყვილის საპასუხო შეხვედრა, მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", 18 აპრილს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები