ჟარდიმი:
Aa
Aa

ჟარდიმი: "ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარე ვაჩვენოთ"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"რადამელ ფალკაოს დაბრუნება ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი უფრო ძლიერი და თავდაჯერებულია. სამაგიეროდ, სიდიბესა და ბაკაიოკოს სახით დანაკლისი გვაქვს, მაგრამ იმედია მათ ღირსეულად შევცვლით. რთული თამაში იქნება, ძლიერი ფეხბურთელებისა და ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. მათ გრძელი სათადარიგო სკამი აქვთ. გარდა ამისა, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ. თუმცა პლიუსები ჩვენც გვაქვს და ვეცდებით დღეს ყველას ვაჩვენოთ თუ ვინ ვართ რეალურად. მთავარია შეტევაში და დაცვაში ძალები თანაბრად გადავანაწილოთ". - განაცხადა ჟარდიმმა.
"ბორუსიასა" და "მონაკოს" შეხვედრა, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე", 22:45 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები