კონტე:
Aa
Aa

კონტე: "ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "სიტისთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"ჩვენ მართლაც კარგ სიტუაციაში ვართ, თუმცა წინ კიდევ 9 თამაშია, რომლებშიც 27 ქულის აღებაა შესაძლებელი. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 

ამ უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, თუმცა მეტოქეც ანალოგიურ მდგომარეობაშია.

რთული თამაში იქნება, რადგან ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. 

ორივე გუნდს ერთნაირი მენტალიტეტი აქვს და მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა". - განაცხადა კონტემ. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, "ჩელსი" და "სიტი" ერთმანეთს "სტემფორდ ბრიჯზე" შეხვდებიან. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები