Aa
Aa

"ბარსელონა" მაჰრეზის გადაბირებას ეცდება!

როგორც ესპანური ინტერნეტ-გამოცემა "Sport" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ინგლისური "ლესტერის" შემტევი ნახევარმცველის, რიად მაჰრეზის დამატება სურს.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი ალჟირელი ფეხბურთელით გასულ სეზონშიც ინტერესდებოდა, თუმცა "ლესტერის" ხელმძღვანელობასთან მათ მოლაპარაკებები არ გაუმართავთ. ამჟამად სიტუაცია საგრძნობლად შეცვლილია და წესით, კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელი უნდა იყოს. მაჰრეზის მიმართ ამ მომენტში დაინტერესებას მხოლოდ კატალონიის "ბარსელონა" გამოხატავს, რაც მათ შანსებს კიდევ უფრო ზრდის. კატალონიელები იმედოვნებენ, რომ მაჰრეზს 35-40 მილიონის ფარგლებში გაიფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ "პრემიერლიგის" მიმდინარე გათამაშებაში მაჰრეზმა 26 მატჩი ჩაატარა, საიდანაც თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები