ალეგრის მომავალი გარკვეულია...
Aa
Aa

ალეგრის მომავალი გარკვეულია...

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ტურინულ გუნდს მომავალ სეზონშიც გაწვრთნის. "Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 49 წლის სპეციალისტს გუნდის ამჟამინდელი პროექტი ხიბლავს და სურს მისი ნაწილი კიდევ დიდი ხნით იყოს.

მოსალოდნელია, რომ ალეგრი (რომელსაც უკანასკნელ პერიოდში ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებდნენ) "იუვენტუსთან" კონტრაქტს 2020 წლამდე გააფორმებს.

თუ რამდენი იქნება იტალიელი სპეციალისტის ანაზღაურება ახალი კონტრაქტის მიხედვით, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ალეგრი ტურინული გრანდისგან წელიწადში 5 მილიონ ევროს ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები