პოგბას
Aa
Aa

პოგბას "მანჩესტერის" გულშემატკივრები თავს დაესხნენ!

როგორც ბრიტანული გამოცემა "The Sun" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი პოლ პოგბა, კლუბის გულშემატკივართა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.

პოგბა საკუთარ მეგობრებთან ერთად მანჩესტერის ერთ-ერთ რესტორანში მივიდა, სადაც მას რამდენიმე გულშემატკივარმა ავტოგრაფი სთხოვა. ფრანგმა ნახევარმცველმა ავტოგრაფის მიცემაზე უარი განაცხადა, რაც "მანჩესტერის" გულშემატკივრებმა შეურაცყოფად მიიღეს.

ამის საპასუხოდ გულშემატკივრებმა პოგბას თეფშებისა და სხვადასხვა ნივთების სროლა დაუწყეს, შემდეგ კი თავს დაესხნენ. ჩხუბში რესტორნის თანამშრომლები ჩაერივნენ, რომლებმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და კოფლიქტიც ამით ამოიწურა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ პოლიციის მოსვლის შემდეგ, თავდამსხმელები ადგილზე უკვე აღარ იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები