ლუიზაოს მე-500 შეხვედრა და მოგება
Aa
Aa

ლუიზაოს მე-500 შეხვედრა და მოგება "დორტმუნდთან"

პორტუგალიური "ბენფიკას" ბრაზილიელმა ლეგენდამ, 36 წლის ლუიზაომ, კლუბის მაისურით მე-500 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

მან გუშინ "დორტმუნდის" წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. "არწივებმა" მეტოქე, კოსტას მიტროღლუს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს და საპასუხო მატჩს მცირე უპირატესობით ხვდებიან. 

ლუიზაო ლისაბონური კლუბის ღირსებას 2003 წლიდან იცავს. იგი "ბენფიკას" რიგებში ჩატარებული მატჩების მხრივ მხოლოდ ნენეს ჩამორჩება, რომელმაც ამ გუნდთან ერთად 575 ოფიციალური მატჩი გამართა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები