მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში კიდევ ერთი პენალტი მოიგერია!
Aa
Aa

მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში კიდევ ერთი პენალტი მოიგერია!

პორტუგალიური "მორეირენსეს" ქართველმა მეკარემ, გიორგი მაკარიძემ, რომელიც ახლახან პორტუგალიის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა, ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო პენალტის მოგერიება.

გუშინ მისი გუნდი "ფეირენსეს" მასპინძლობდა და შეხვედრის 44-ე წუთზე, როცა "მორეირენსე" 1:0 იგებდა, მაკარიძემ თავის ყოფილ თანაგუნდელ ფაბინიოს პენალტი აუღო. ეპიზოდი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე - http://www.crystalsport.ge/video/1092

რამდენიმე ტურის წინ "ფერეირასთან" მატჩისას, 26 წლის ქართველმა გოლკიპერმა, ასევე პენალტი აიღო და იმ შეხვედრაში გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. შესაბამისად, პორტუგალიის ჩემპიონატში მაკარიძის აქტივში ზედიზედ 2 მოგერიებული თერთმეტმეტრიანია.  

საბოლოოდ, იმავე ფაბინიომ მეორე ტაიმში რიკოშეტით მაინც გაიტანა და თამაშიც ფრედ, 1:1 დასრულდა. 

"მორეირენსეს" 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს. იგი გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს. 

შეგახსენებთ, რომ 2014-2016 წლებში მაკარიძე სწორედ "ფეირენსეში" თამაშობდა და გუნდის ძირითადი მეკარე გახლდათ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები