Aa
Aa

"ბარსას" პრეზიდენტმა მესის პირადად დაურეკა

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, "ბარსელონა" ლიონელ მესისთვის ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს ამზადებს. 

აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ეს მხოლოდ დღეების (ან საათების) ამბავია. ამასობაში ირკვევა, რომ "ბარსას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ, მესის ტელეფონზე დაურეკა, თუმცა სატელეფონო საუბარს, საქმისთვის კონკრეტული არაფერი მოჰყოლია. 

თუკი ესპანურ MARCA-ს დავუჯერებთ, კატალონიელთა ფანებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგანაც "ბლაუგრანასთვის" არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივება, ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა და თავად მესიმაც რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ნოუ კამპის" დატოვებას არ აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ მესის "ბარსელონასთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უსრულდება. 

 

პ.ს. როგორც რამდენიმე საათის შემდეგ დაიწერა, "ბარსელონამ" მესის ახალი, 2022 წლამდე გათვლილი კონტრაქტი შესთავაზა, რომელშიც წლიურ ანაზღაურებად 40 მილიონი ევრო (!!!) წერია. გარდა ამისა, კლუბი ფეხბურთელის მიერ გაწეული ყველა ხარჯისა და ე.წ. "საშემოსავლოს" გადახდას საკუთარ თავზე იღებს. ჯერჯერობით მესის პასუხი უცნობია... 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები