ბეილი შესაძლოა
Aa
Aa

ბეილი შესაძლოა "პრემიერლიგაში" დაბრუდეს!

"Marca"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალის" შემტევი, გარეტ ბეილი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს.

საქმე ისაა, რომ უელსელი სუპერვარკვლავის გადაბირება ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურთ, რომლებიც მზად არიან, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ "სამეფო გუნდს" 200 მილიონი ევრო შესთავაზონ.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ფეხბურთელის ყოველკვირეული ანაზღაურება 400 ათას ევროზე მეტი იქნება.

ბეილს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

იმდინარე "ლა ლიგაში", უელსელმა შემტევმა ესპანური გრანდის მაისურით 16 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 7 გოლისა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

მომზადებულია MARCA.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები