The Sun:
Aa
Aa

The Sun: "მანჩესტერი" 70 მილიონად კიდევ ერთ სუპერტრანსფერს ამზადებს!

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი", "მონაკოს" შემტევის, ბერნარდო სილვას შეძენას ეცდება. 

წყაროს თქმით, ამ ტრანსფერისათვის "მანკუნიანელები" 70 მილიონ გირვანქა სტერლინგს ჩამოდიან. 

22 წლის პორტუგალიელის თამაშით, ჟოზე მოურინიო ჯერ კიდევ "რეალში" ყოფნისას დაინტერესდა, როცა სილვა თინეიჯერი გახლდათ, თუმცა იმთავითვე დიდ ყურადღებას იქცევდა. 

სილვა "ბენფიკას" სკოლის აღზრდილია, ხოლო "მონაკოში" 2015 წელს გადავიდა. 

იგი მიმდინარე სეზონში "მონეგასკთა" ერთ-ერთი ლიდერია და ლიგა 1-ში 4 გოლთან ერთად, 4 საგოლე პასი აქვს აქტივში. 

 

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები