ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ახლა მომავალ მატჩებზე უნდა გადავერთოთ"

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "სევილიასთან" დამარცხდა და 40 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"ბოლო 5 წუთში მოვდუნდით, რითიც მეტოქემ ძალიან კარგად ისარგებლა, ორი გოლი გაგვიტანა და მატჩი მოგვიგო. არადა, 85 წუთი თამაში ჩვენი უპირატესობით მიდიოდა.

სეზონის წინ ყოველთვის ვიძახდი, რომ ავტოგოლით მარცხი ორმაგად სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.

ახლა მომავალ მატჩებზე უნდა გადავერთოთ და გავაგრძელოთ ის კარგი სვლა, რაც აქამდე გვქონდა". - აცხადებს ზიდანი.

მიუხედავად "სევილიასთან" მარცხისა, მადრიდის "რეალი" მაინც პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან 1 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები