კლოპმა გუარდიოლას შესახებ კიდევ ერთი ცინიკური განცხადება გააკეთა..
Aa
Aa

კლოპმა გუარდიოლას შესახებ კიდევ ერთი ცინიკური განცხადება გააკეთა..

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, "პრემიერლიგის" მომდევნო ტურში გასამართი ცენტრალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი "ენფილდზე" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. გერმანელმა სპეციალისტმა ერთ-ერთ მომენტში, "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გუარდიოლას მისამართით, საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მას თავისუფლად შეეძლო, რომ გაცილებით ადვილი საქმისთვის მოეკიდა ხელი. შეეძლო წასულიყო ისეთ ჩემპიონატში, სადაც კონკურეცია არც თუ ისე მაღალია. თუმცა მან "პრემიერლიგა" აირჩია, რაც ნამდვილად დასაფასებელია... გუარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც საკუთარი სათამაშო ფილოსოფია გააჩნია და ეს, ჯერ-ჯერობით ყველა საფეხბურთო ჩემპიონატში ამართლებს. ფაქტია, რომ მისი გუნდის წინააღმდეგ ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს და გამარჯვებისთვის დიდძალი შრომის გარდა, ცოტა გამართლებაც დაგვჭირდება" - განაცხადა იურგენ კლოპმა

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის შეხვედრა 31 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 წუთზე აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები