კლოპი: ტუხელი დორტმუნდის „ბორუსიას“ კარგად მოერგება
Aa
Aa

კლოპი: ტუხელი დორტმუნდის „ბორუსიას“ კარგად მოერგება

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ეჭვი არ ეპარება, რომ ტომას ტუხელის ხელში მისი გუნდი ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს. გერმანელის განცხადებით, ტუხელი „ბორუსიას“ იდეალურად მოერგება.

 

„მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ტუხელი ძალიან ქარიზმატული პიროვნება და შესანიშნავი მწვრთნელია. მის ხელში დორტმუნდის „ბორუსია“ უამრავ წარმატებას მიაღწევს“ - განაცხადა იურგენ კლოპმა

 

შეგახსენებთ, რომ კლოპი მიმდინარე სეზონის ბოლოს საკუთარ პოსტს დატოვებს. ტუხელი კი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები