ლამპარდმა ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი შეაქო...
Aa
Aa

ლამპარდმა ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი შეაქო...

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთელს მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უმეტესობა, ამერიკელების არჩევანს უარყოფითად აფასებს და შექმნილ მდგომარეობას ქვეყნისთვის დამღუპველს უწოდებს.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ტრამპის მიმართ დიდი სიმპატიებით არიან განწყობილნი. ერთ-ერთი ასეთი კი, ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა, ფრენკ ლამპარდია.

"აღფრთოვანებული ვარ ტრამპით. ის ძალზედ საინტერესო პიროვნებაა, რომელსაც საქმის კეთების უდიდესი გამოცდილება აქვს. ის ან უყვართ, ან ეზიზღებათ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მასზე ყოველთვის ლაპარაკობდნენ და ილაპარაკებენ. ის გაიძულებთ მასზე ისაუბროთ. ძალზედ მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილები სახლსა და სკოლაში ტრამპის პიროვნებას განიხილავენ. როცა ბავშვები პოლიტიკაზე საუბრობენ, ეს მისასალმებელი ფაქტია" - განაცხადა ფრენკ ლამპარდმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები