იოზილი:
Aa
Aa

იოზილი: "რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა"!

ლონდონის "არსენალის" ლიდერმა მესუთ იოზილმა, თავისი ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. 

"რონალდუ პირველი ფეხბურთელი იყო, ვინც ვარჯიშზე მოდიოდა, შემდეგ კი, როცა ყველა შინ მივდიოდით ის ბაზაზე რჩებოდა და დამატებით ვარჯიშობდა. ხოლო უშუალოდ საწვრთნელი პროცესისას ისეთი მონდომებული იყო, თითქოს ეს მისი ბოლო შანსი გახლდათ". 

"ის ჩემთვის საუკეთესო პარტნიორია, რადგან მას ბევრი შანსი არ სჭირდება - როცა 2 კარგ პასს გავუკეთებდი, ეს საკმარისი იყო ორივე გოლად ექცია. ეს კი უბრალოდ შესანიშნავია, მე 2 ასისტს ვიწერდი, ხოლო ის 2 გოლს. საოცრებაა და ჩემი აზრით, კრიშტიანუ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია". - განუცხადა "არსენალის" youtube channel-ს გერმანელმა. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები