Aa
Aa

"ბაიერნი" ისკოს დამატებას ეცდება

ბრიტანული გამოცემის Sunday Express-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესთა სფეროში, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევი, ისკო მოექცა. 

წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელის გადაბირებით თვით "რეკორდმაისტერის" თავკაცი კარლო ანჩელოტია დაინტერესებული. 

მოგეხსენებათ, არასათანადო ნდობისა და მცირე სათამაშო დროის გამო, 24 წლის ჰავბეკს თვალი "სანტიაგო ბერნაბეუდან" აბარგებისკენ უჭირავს და მსურველებიც არ აკლია. ამ მომენტისათვის მისი გადაბირებით ყველაზე უფრო "ტოტენჰემია" მოწადინებული. 

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ "სამეფო კლუბი" იანვარში ტრანსფერს ვერ განახორციელებს, ნაკლებ სავარაუდოა, ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ისკოს გაშვებას დათანხმდეს. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები