პოლონური პრესა: ყაზაიშვილი
Aa
Aa

პოლონური პრესა: ყაზაიშვილი "დორტმუნდთან" ძირითადში იქნება

წამყვანი პოლონური სპორტული გამოცემების თქმით, "ჩემპიონთა ლიგის" პირველ ტურში "დორტმუნდთან" შეხვედრაში, "ლეგიას" ქართველი შემტევი, ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება. 

აღნიშნული ვარაუდი ჟურნალისტთა დაკვირვებას ემყარება, რომლებიც ერთხმად აცხადებენ, რომ "ლეგიას" წინასამატჩო ვარჯიშებისას ყაზაიშვილზე აქცენტი, აშკარად იკვეთება. 

ეგეც არ იყოს და ვარშაველთა თავკაცს, ბესნიკ ჰასის, ქართველის შესაძლებლობების სჯერა და მისი დიდად ეიმედება. 

"ლეგიასა" და "დორტმუნდის" დაპირისპირება, ხვალ, ვარშავაში, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

გარდა ამ გუნდებისა, "ჩემპიონთა ლიგის" F ჯგუფში, მადრიდის "რეალი" და ლისაბონის "სპორტინგი" გამოდიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები