Aa
Aa

"რეალი" "ბაიერნის" ლიდერის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდის!

მადრიდის "რეალი" შემადგენლობის გაძლიერებას, მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველის, დავიდ ალაბას დამატებით აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით "AS"-მა გაავრცელა.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "სამეფო გუნდმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ მიუნხენურ გრანდს 80 მილიონი ევრო შესთავაზა.

"რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელთა პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა რამდენიმე ხნის წინ, მადრიდელებმა ალაბას დამატება უკვე სცადეს და მის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროსაც ჩამოდიოდნენ, თუმცა მაშინ "ბაიერნმა" ფეხბურთელთან განშორება არ ისურვა. ვნახოთ ამჯერად როგორ განვითარდება მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები