ნელი ფურტადომ, კრიშტიანუზე და პორტუგალიაზე, ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
Aa
Aa

ნელი ფურტადომ, კრიშტიანუზე და პორტუგალიაზე, ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

პოპულარული კანადელი მომღერალი, ნელი ფურტადო, ევროპულ საფეხბურთო ციებ-ცხელებაში აქტიურად გახლდათ ჩართული. მან "ევრო 2016'-ის ფინალური მატჩის შემდეგ, "ტვიტერზე" საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

"12 წლის წინ, "ევრო 2004"-ის ფინალის გახსნისას ვიმღერე და მაშინ პორტუგალიამ, დასანანი მატჩი წააგო, მე კი ეს ძალიან განვიცადე. დღეს ბევრად უკეთესია. თავს ბედნიერად ვგრძნობ"! - დაწერა 37 წლის ფურტადომ. 

მომღერალმა კრიშტიანუ რონალდუს ფოტოც გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი რამ წააწერა: "ახლა ეს საუკეთესო ფოტოა"! 

 

 

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები