Aa
Aa

"ევრო 2016"-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, რენატო სანჩესი დასახელდა

"უეფამ", ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, პორტუგალიელი რენატო სანჩესი დაასახელა. 

ამ ნომინაციაში 3 ფეხბურთელი გამოარჩიეს. სანჩესმა, თანაგუნდელ რაფაელ გერეიროსა და ფრანგ კინგსლი კომანს აჯობა.

18 წლის მოთამაშემ, "ევრო 2016"-ის 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იგი 1/8 ფინალში, ხორვატიისა და 1/4 ფინალში, პოლონეთის წინააღმდეგ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები