ასეთ კონტრაქტს მხოლოდ ზლატანს თუ შესთავაზებ!
Aa
Aa

ასეთ კონტრაქტს მხოლოდ ზლატანს თუ შესთავაზებ!

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამატების ძალიან დიდი სურვილი აქვს.

"Sportbladet"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვედ ფორვარდს, რომელიც მიმდინარე ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება, "მანკუნიანელები" საკმაოდ უცნაურ კონტრაქტს სთავაზობენ. თუ "მანჩესტერი" ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა, იბრაჰიმოვიჩი პორტუგალიელის სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერის" მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. საინტერესოა დათანხმდება თუ არა 34 წლის შვედი ასეთ წინადადებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები