ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ბაიერნში" ანჩელოტის პირველი ტრანსფერი გაფორმებულია!

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან უახლეს ამბავს ავრცელებს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გერმანული გამოცემა Bild, რომლის მტკიცებითაც მიუნხენის "ბაიერნსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის მატ ჰუმელსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. 

"რეკორდმაისტერი" 27 წლის მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, ჰუმელსი კი მიუნხენურ გუნდთან ზაფხულში 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი სწორედ "ბაიერნის" აღზრდილია, თუმცა ამ გუნდის მაისურით მხოლოდ 1 ოფიციალურ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო "დორტმუნდში" 219 თამაშში მეტოქეთა კარი 19-ჯერ აუღია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები