ამ ფეხბურთელზე სერიოზული მოთხოვნაა -
Aa
Aa

ამ ფეხბურთელზე სერიოზული მოთხოვნაა - "მანჩესტერი" და "ბაიერნი" ერთმანეთს უპირისპირდებიან!

ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბაიერნის" ინტერესთა სფეროში იტალიური ნაპოლის ცენტრალური მცველი ხალიდუ კულიბალი მოექცა. ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში, საყოველთაო აღიარებით, აშკარა პროგრესი განიცადა და ტოპ-კლასის კლუბების ყურადღებაც სრულიად ლოგიკურია.

24 წლის სენეგალელი მცველი ნეაპოლურ გუნდში 2014 წელს ბელგიური "გენკიდან" გადავიდა, მას შემდეგ კი ნელ-ნელა "ნაპოლისთვის" სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდებოდა.

კულიბალის კარიერა ფრანგულ "მეცში" დაიწყო, მას საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, თუმცა როცა საქმე ეროვნულ ნაკრებზე მიდგა, "სამფეროვნებს" ხალიდუმ ისტორიული სამშობლო არჩია. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები