მიჰაილოვიჩი: ჩემს ნათქვამს აზრი არ აქვს
Aa
Aa

მიჰაილოვიჩი: ჩემს ნათქვამს აზრი არ აქვს

ზედიზედ 12 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, „მილანი“ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში სტუმრად „სასუოლოსთან“ დამარცხდა და ახლა მე-3 ადგილზე მყოფ „რომას“ უკვე 9 ქულით ჩამორჩება. აღნიშნული მატჩის შემდეგ, „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი გაცხარებული იყო და ჟურნალისტებთან ემოციებს ვერ მალავდა.

„ძალიან გაბრაზებული ვარ მსაჯზე და გუნდზე. თუმცა, ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ. პირველი ნახევარი საათი ვდომინირებდით, მაგრამ როგორც ხშირად გვემართება ხოლმე, უპირატესობა ვერ ავსახეთ გოლში. 4-5 კარგ მომენტს ვქმნით, მაგრამ აქედან ვიღებთ მხოლოდ ერთ ზუსტ დარტყმას მეტოქის კარის მიმართულებით. ამის შემდეგ გავუშვით გოლი კუთხურიდან, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ვიცოდით მათი ეს ძლიერი მხარე. იმ მომენტში დანკანი ბაკას უნდა აეყვანა. კარლოსმა ვერ მოასწრო და გავუშვით. ეს ხდება მაშინ, როცა ცუდად ვართ კონცენტრირებულნი. მსაჯს მხოლოდ მას შემდეგ დავუწყე ჩხუბი, რაც მოედნიდან გამაძევა. მანამდე, უბრალოდ ვკითხე რატომ არ დაიანახა „სასუოლოს“ მოთამაშის მხრიდან წესების დარღვევა. მოწინააღმდეგე ძალიან კარგად თამაშობდა. ყოველთვის ვეუბნები ჩემ ფეხბურთელებს, რომ თამაში მსაჯის საფინალო სასტვენამდე გრძელდება, თუმცა როგორც ჩანს, ჩემს ნთაქვამს აზრი არ აქვს“ – განაცხადა მიჰაილოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები