ფეხბურთის ვარსკვლავები კერბერის გამარჯვებაზე
Aa
Aa

ფეხბურთის ვარსკვლავები კერბერის გამარჯვებაზე

გასულ შაბათს გაიმართა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა ქალთა შორის, სადაც ერთმანეთს გერმანელი ანგელიკ კერბერი და ამერიკელი სერენა უილიამსი დაუპირისპირდნენ. 

შეხვედრა კერბერის გამარჯვებით 6:4 3:6 6:4 დასრულდა და გერმანელი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტიტულს პირველად დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები კერბერის ამ წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.

“ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან კერბებრს ასეთი თამაშისთვის, ყოჩაღ!”  – მატს ჰუმელსი

“საოცარი მატჩი იყო. ბრავო კერბერს!” – ლუკაშ პოდოლსკი

“ბრავო კერბერს, წარმატებები” – ტონი კროოსი

“ეს რა იყო, დაუჯერებელია. ვულოცავ კერბერს ამ წარამტებას” – ანდრე შურლე

“არის! ვულოცავ კერბერს ამ ისტორიულ გამარჯვებას” – ბასტიან შვაინშტაიგერი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები