იაია ტურეს აგენტმა
Aa
Aa

იაია ტურეს აგენტმა "ინტერი" არ გამორიცხა

"სიტის" ერთ-ერთი ლიდერის იაია ტურეს აგენტმა დიმიტრი სელუკმა კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ტურეს "ინტერში" გადასვლა, Sportitalia-ს რეპორტიორს შემდეგი პასუხი გასცა:

"იანვარში მისი ტრანსფერი გამორიცხულია, თუმცა ზაფხულში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ნებისმიერი შემოთავაზების განსახილველად მზად ვიქნებით". 

"ნერაძური" კოტ დივუარელის გადაბირებით სერიოზულადაა მოწადინებული, რაც რობერტო მანჩინის დამსახურებაა, რომელსაც ისევ სურს ყოფილი შეგირდის თავის გუნდში ხილვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები