მესისგან ისევ არაფერი ისმის, თუმცა... გააგრძელებს თუ არა ლეო სანაკრებო კარიერას?
Aa
Aa

მესისგან ისევ არაფერი ისმის, თუმცა... გააგრძელებს თუ არა ლეო სანაკრებო კარიერას?

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალურ სტადიაზე დაემშვიდობა. „ალბისელესტე“ ფრანგებთან შვიდბურთიან თრილერში დამარცხდა.

ამის შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, თუმცა დღემდე უცნობია რას გადაწყვეტს ლეო მესი - ითამაშებს თუ არა ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

არგენტინული და ესპანური პრესა ამ კითხვას უკვე დიდი ხანია სხვამს და პასუხსაც ეძებს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

Mundo-ს ინფორმაციით, ლეო ამჟამად ოჯახთან ერთად იბიცაზე იმყოფება, რის შემდეგაც „ბარსას“ შეუერთდება და წინასასეზონო მზადებას დაიწყებს.

წყაროს თანახმად, ამ მომენტისთვის მხოლოდ მესიმ იცის რას გადაწყვეტს ნაკრებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით მისი პოზიცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.

არგენტინული პრესა წერს, რომ ლეომ ნაკრებში კიდევ 4 წლით დარჩენა გადაწყვიტა და ამას სექტემბრის დასაწყისში ოფიციალურად შევიტყობთ.

2016 წელს როცა არგენტინამ კოპა ამერიკაზე ჩილესთან ზედიზედ მეორე ფინალი დათმო, მესიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის ნაკრებიდან მიდიოდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ამის გამო ბოდიში მოიხადა და გუნდს დაუბრუნდა.

ის ფაქტი, რომ 19 დღის გასვლის შემდეგ ლეოს სანაკრებო კარიერის დასრულებაზე კომენტარი არ გაუკეთებია მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ის კიდევ 4 წლით რჩება.

ვნახოთ, რამდენად გამართლდება ესპანურ-არგენტინული პრესის ვარაუდი.

2022 წელს მესი 35 წლის იქნება. შეგახსენებთ, რომ ახალი ფორმატის თანახმად ყატარის მუნდიალი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები