''მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია'' - რუნი რონალდუსა და მესის შესახებ
Aa
Aa

''მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია'' - რუნი რონალდუსა და მესის შესახებ

MLS-ის  “დისი იუნაიტედში'' გადასულ უეინ რუნის Pardon My Take-ში სტუმრობისას რონალდუსა და ლეო მესის შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს.

რომელ ფეხბურთელს ანიჭებს რუნი უპირატესობას? ფეხბურთელმა სწრაფად უპასუხა: ''მესი.''

კითხვაზე თუ რატომ აირჩია ინგლისელმა არგენტინელი ფეხბურთელი, რუნიმ აღნიშნა: ''დიახ, ეს ადრეც ვთქვი, მაგრამ ორივე მათგანი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელები არიან.''

''ჩემი ხედვით მესი ფეხბურთის ისტორიაში უდიდესია, ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.''

უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდუ 2004-09 წლებში ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელები იყვნენ. აღნიშნულ წლებში მათ პრემიერლიგის გათამაშება სამჯერ მოიგეს. ასევე გახდნენ ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის ასოციაციის თასისა და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულნი.

პოლ სქოულზი, უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდუ

32 წლის რუნი მიმდინარე თვეში ''დისი იუნაიტედის'' ფეხბურთელი გახდა. სადებიუტო მატჩი ''ვანქუვერთან'' ჩაატარა. რუნიმ 32 წუთი გაატარა მინდორზე და თანაგუნდელ პაულ არიოლას გოლის გატანაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები