მანჯგალაძის შესანიშნავი გოლი - ბრწყინვალე დარტყმა ქართველის შესრულებით
Aa
Aa

მანჯგალაძის შესანიშნავი გოლი - ბრწყინვალე დარტყმა ქართველის შესრულებით

ლატვიის საფეხბურთო ჩემპიონატში ''ვენტსპილსის'' ქართველმა ფეხბურთელმა გიული მანჯგალაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ''მეტასთან'' მოგებულ შეხვედრაში 25 წლის ნახევარმცველი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და 77-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმა შეასრულა. მანჯგალაძემ ''ცხრიანში'' შეაგდო და ანგარიში 2:1 გახდა მისი გუნდის სასარგებლოდ. საბოლოოდ ''ვენტსპილსმა'' 3:1 გაიმარჯვა.

 

მანჯგალაძე ''ვენტსპილსის'' ახალწვეულია. მან ლატვიური გუნდის მაისურით 4 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ლატვიის თასის გათამაშებაში პენალტის ნიშნულიდან ''ბეტლანეს'' გაუტანა, ევროპა ლიგაზე კი ''ლიუფტეტართან'' საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლატვიის 8-გუნდიან ჩემპიონატში ''ვენტსპილსი'' 25 ქულით მე-3 ადგილზეა. პირველ პოზიციას 34 ქულით ''რიგასი'' იკავებს, რომლის შემადგენლობაში ირაკლი სიხარულიძე, ბექა ვაჩიბერაძე და ლაშა შერგელაშვილი ასპარეზობენ.

მანჯგალაძე ლუგანსკის ''ზორიას,'' ''პოლტავას,'' საჩხერის ''ჩიხურას,'' ''სიონის,'' ''სამტრედიასა'' და აზერბაიჯანული ''ქიაფაზის'' ყოფილი ფეხბურთელია.

2016 წელს ''სამტრედიასთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, შემდეგ კი საქართველოს სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები