ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გამოვლინდა. ბელგიამ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა და მესამე ადგილი ისტორიაში პირველად დაიკავა. „წითელი ეშმაკების“ მხრიდან თავი მუნიემ და აზარმა გამოიჩინეს და რობერტო მარტინესის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვეს.

ეშლი იანგის უცნაური წინდები

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის წინდები მატჩის დაწყებამდე დაცინვის ობიექტად იქცა. ერთ-ერთ ფოტოში ჩანს, რომ დენი უელბეკი, ჯესი ლინგარდი, ადნან იანუზაი და მარკუს რეშფორდი იანგის უცნაურ გადაწყვეტილების შესახებ ხალისობენ.

ნაცნობი მეტოქეები

ბელგიის და ინგლისის ნაკრებები ბრაზილიისა და თურქეთის შემდეგ, პირველი გუნდები გახდნენ, რომლებიც მუნდიალზე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2002 წლის მსოფლიოზე „სელესაომ“ თურქებს ჯგუფურ ეტაპზე სძლია, ხოლო შემდეგ ნახევარფინალში დაამარცხა.

გამორჩეული ბელგიის ნაკრები

ტომას მუნიე მეათე ბელგიელი გახდა, რომელმაც წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა მოახერხა. ამ მიღწევით „წითელმა ეშმაკებმა“ საფრანგეთისა და იტალიის მაჩვენებელი გაიმეორეს.

ფილ ჯოუნსი ედენ აზარის წინააღმდეგ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ედენ აზარის გაჩერება კვლავ ვერ მოახერხა. ბელგიელთა შემტევმა ფილ ჯოუნსი გააწამა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ინგლისის ნაკრები და ქამბექები ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან

თუ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა პირველი გოლი საკუთარ კარში მიიღო სერიოზული პრობლემები ექმნება. წინა 21 შეხვედრაში, როდესაც „სამმა ლომმა“ პირველი ბურთი მიიღო მხოლოდ ერთი მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 15 წააგო.

"სამი ლომის" მეასე

ბელგიასთან დაპირისპირება ინგლისის ნაკრებისთვის დიდ ტურნირებზე ჩატარებული მეასე მატჩი აღმოჩნდა. აქედან 69 მუნდიალზე, ხოლო 31 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა.

შეუდარებელი ედენ აზარი

1966 წლის შემდეგ ბელგიის ნაკრების ისტორიაში ედენ აზარი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალზე მონაწილეობა 7 გოლში მიიღო. „ჩელსის“ ფეხბურთელმა 3 ბურთი და 4 გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები