ვარანი:
Aa
Aa

ვარანი: "მათი მთავარი კოზირი სწორედ ესაა"...

სრულიად საფეხბურთო სამყარო საფრანგეთისა და ბელგიის ნახევარფინალური მატჩის მოლოდინით ცოცხლობს. თამაში დღეს, სანქტ-პეტერბურგში, 22:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნული შეხვედრის წინ, ფრანგების ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფაელ ვარანმა პრესასთან ისაუბრა და მეტოქის ძლიერი მხარეები შეაფასა.

"მათ ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ, რომელიც მინდორზე ძალიან ჭკვიანურად გადაადგილდება, ფეხბურთელები კი წამყვანი ევროპული კლუბების წევრები არიან.

მატჩის მიმდინარეობისას სათამაშო გეგმა ხშირად იცვლება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოთამაშეებს ვარირება და ახალი როლების მორგება კარგად გამოსდით. მართლაც, ბელგიელთა ერთ-ერთი კოზირი სწორედ ეფექტური ლავირებაა, რაც მათ თამაშის რიტმის გაკონტროლებაში ეხმარება.

ასე რომ, რთული მატჩი იქნება. ფინალში გასასვლელად, საუკეთესო თვისებების გამოვლენა დაგვჭირდება. ჩვენ, ისევე როგორც მათ, სხვადასხვა ტიპისა და გამოცდილების ფეხბურთელები გვყავს, მათ კონკრეტული და ამავდროულად, განსხვავებული სტილი აქვთ.

ბელგია ბრწყინვალე ოპონენტია, თუმცა იმედი მაქვს, ფინალის საგზურს ჩვენ მოვიპოვებთ". - ამბობს ვარანი.

ბელგიელები მუნდიალის 1/2 ფინალში 32 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდნენ, ფრანგები კი ამ სტადიაზე ბოლოს 2006 წელს იყვნენ.

დავამატოთ ისიც, რომ დღევანდელ დაპირისპირებას ურუგვაელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც ანდრეს კუნია უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები