ვინ შეცვლის სამპაოლის? - რეალური კანდიდატები გამოიკვეთა
Aa
Aa

ვინ შეცვლის სამპაოლის? - რეალური კანდიდატები გამოიკვეთა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი შესაძლოა რიკარდო გარეკა გახდეს. 60 წლის არგენტინელი ამჟამად პერუს ეროვნული ნაკრებს ხელმძღვანელობს, თუმცა mundoalbiceleste-ს ცნობით შესაძლოა მან სამპოლი შეცვალოს და არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად მოგვევლინოს.

პერუსი ფეხბურთის ასოციაციამ პრესკონფერენცია დაგეგმა. არგენტინული მედიის ცნობით სავარაუდოდ პრესკონფერენციაზე კარეკას პერუს ნაკრებიდან წასვლა დადასტურდება.

შეგახსენებთ, ხორხე სამპაოლის ხელმძღვანელობით არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მუნდიალზე წარუმატებლად იასპარეზა და დიდი ალბათობით პოსტს დატოვებს.

mundoalbiceleste-ს ცნობით არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია მარსელო გალიარდოს კანდიდატურასაც განიხილავს, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ''რივერ პლეიტის'' მთავარი მწვრთნელია. გალიარდო 1994-2003 წლებში არგენტინის ეროვნულ გუნდში თამაშობდა.

მუნდიალის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა კუნ აგუერომ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ქომაგებსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა. საგულისხმოა, რომ ''მანჩესტერ სიტის'' ფეხბურთელს მადლობა ხორხე სამპაოლისა და მისი სამწვრთნელო შტაბისთვის არ გადაუხდია. როგორც ჩანს. არგენტინელი ფეხბურთელი მათთან მუშაობით უკმაყოფილო იყო.

საფრანგეთსა და არგენტინას შორის ყაზანში გამართული საოცარი მერვედფინალის შემდეგ „ალბისელესტეს“ მწვრთნელმა ფეხბურთელებმა მატჩისშემდგომი კომენტარები გააკეთეს და ცნობილი გახდა, რომ მასკერანო და ბილია სანაკრებო კარიერას ასრულებენ, აგუერო კი რჩება. როგორც ჩანს, ჯერჯერობით წასვლას არც ხორხე სამპაოლი გეგმავს...

34 წლის „ელ ხეფესიტო“ (მასკერანო) ქომაგებს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ ის  ქომაგთა რიგებში გადაინაცვლებს.

ხავიერ მასკერანო: „ისტორია დასასრულს მიუახლოვდა. საფინალო სასტვენამდე ჩვენ ყველაფერი გავიღეთ.

მე, ამიერიდან არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ქომაგი ვიქნები. იმედი მაქვს ეს ბავშვები მომავალში რამეს მიაღწევენ“.

ხორხე სამპაოლი: „წასვლის შესახებ ახლა არ ვფიქრობ. ცხელ გონებაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ. ეს მარცხი მე გამაძლიერებს და გამოცდილებას შემმატებს“.

რაც შეეხება ლეო მესის, „ლა პულგას“ მატჩის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია და ამ დრომდე მისი სანაკრებო კარიერის მომავალთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველას აინტერესებს, თუ რას გადაწყვეტს მესი - დაასრულებს სანაკრებო კარიერას, თუ 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები