მარიამ ქერდიკაშვილმა ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა!
Aa
Aa

მარიამ ქერდიკაშვილმა ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა!

იტალიაში გამართულ ნიჩბოსნობის ევროპის 23 წლამდელთა გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე, მარიამ ქერდიკაშვილმა ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

19 წლის ქერდიკაშვილმა, რომელიც 500 მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობდა, ფინალურ სტადიამდე, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მიაღწია. 28 ივლისს, მარიამმა შესარჩევ რაუნდში მე-2 შედეგი აჩვენა, რითაც 1/2 ფინალის საგზური მიიღო.

გადამწყვეტ ეტაპზე, ქართველმა გოგონამ მანძილი 2 წუთში, 16 წამსა და 469 მეასედში დაფარა, რითაც მხოლოდ უკრაინელ ლიუდმილა ლუზანს (2 წუთი, 13 წამი და 619 მეასედი) ჩამორჩა და მე-2 ადგილი დაიკავა, მე-3 პოზიციაზე ფრანგი, ეუჟენ დორანჟი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთში გამართულ წლევანდელ მსოფლიო თასზე, ქერდიკაშვილმა 200 და 500 მეტრიან დისტანციაზე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ცხელი ამბები