Aa
Aa

''ჩემი მიზანია იოკოძუნა გავხდე'' - ტოჩინოშინი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქართველი ოძეკი, ტოჩინოშინი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ლევან გორგაძე ამჯერად კავკასიის უნივერსისტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

''ჰაკუჰოს ერთწლიანი პაუზის შემდეგ შევხვდი. ჩემი განწყობა ისეთი იყო, რომ ვგრძნობდი "მაისის ბაშო" ჩემთვის კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ, 12 გამარჯვების შემდეგ, ორი ორთაბრძოლა დავთმე. რაც შეეხება ჰაკუკოსთან შეხვედრას, მჯეროდა რომ დავამარცხებდი და ასეც მოხდა.'', - აღნიშნა ქართველმა სუმოისტმა.

ლევან გორგაძემ საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით, ერთ-ერთმა იპონურმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ იაპონიაში ჩასული ყველა ქართველი სპორტსმენი გამაჯანსაღებელი ცენტრითა და ვარჯიშებით უზრუნველყოს.

ტოჩინოშინის ამბობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს გამაჯანსაღებელი ცენტრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

"ნაგოია ბაშო" ივლისში დაიწყება. გორგაძე ტოკიოში 11 ივნისს გაემგზავრება, 24 ივნისიდან კი ნაგოიაში მოემზადება. გორგაძემ აღნიშნა რომ მისი მიზანია იოკოძუნა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ელჩმა საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარამ, ამ ორ ქვეყანას შორის დამყარებული ურთიერთობისა და მეგობრობისათვის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და ლევან ცაგურია (კოკაი) დააჯილდოვა (იხილეთ).

4 ივნისს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე საქართველოში ჩამოვიდა და მას თბილისის აეროპორტში ასობით ადამიანი დახვდა (იხილეთ).