ბნელი წარსული, რომელიც არასდროს გტოვებს...
Aa
Aa

ბნელი წარსული, რომელიც არასდროს გტოვებს...

პარასკევს, ბეისბოლის საბავშვო ლიგის მოედანზე მანქანა შევარდა, მძღოლი მინდორზე ავტომობილით დაქროდა და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. საბედნიეროდ დაგლას პარკჰერსტმა, რომელიც ერთ-ერთი ბავშვის ბაბუა იყო, რამდენიმე ახალგაზრდა სიკვდილს გადაარჩინა და გასასვლელი ჩაკეტა, რითიც ხელი დამნაშავის დაკავებას შეუწყო. სამწუხაროდ დაგლასმა დაზიანებები მიიღო და იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. პარკჰერსტის გმირობამ მთელი სპორტული და არასპორტული სამყარო შეძრა, თუმცა ადგილობრივმა გაზეთებმა საზარელი ინფორმაცია გამოაქვეყნეს. 50 წლის წინ დაგლასმა 4 წლის გოგო გაიტანა და პოლიციისგან მიიმალა. გამომდინარე იქიდან, რომ ლეგალური ქმედებებისთვის და დამნაშავის დასჯისთვის განკუთნილი დრო გასული იყო, დაგლასმა 2013 წელს აღიარება დაწერა და სამართალდამცავებს ის მანქანაც აჩვენა, რომლითაც დანაშაული ჩაიდინა.

პარკჰერსტის ბნელი წარსული

1968-ში ჰელოუინის ღამეს, 18 წლის პარკჰერსტმა ფულტონში 4 წლის კეროლი ეშბი გაიტანა. საბრალო გოგონა დასთან ერთად მაღაზიაში საზეიმო სანთლების საყიდლად მიდიოდა, როდესაც დაგლასმა იმსხვერპლა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ყველაფრის შესახებ ცნობილი გახდა, პარკჰერსტის აღიარებაა, რომელიც მან 44 წლის შემდეგ დაწერა... დაგლასმა პროკურორებისგან ხელწერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც ლეგალური ქმედებებისთვის განკუთნილი დრო ოფიციალურად გასულად გამოცხადდა და ინციდენტის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით იმ ღამეს მან და მისმა ძმამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღეს...

გამოძიება 1968 წელსაც მიმდინარეობდა და პოლიციის მთავარი ეჭვმიტანილი დაგლასი იყო, თუმცა გაურკვეველ მიზეზთა გამო ბრალის წაყენება ვერ მოხერხდა.

1972 წელს, ანონიმური წყაროს ცნობით პარკჰერსტი საკუთარი საქციელით ერთ-ერთ წვეულებაზე ტრაბახობდა. სამართალდამცავებმა ამჯერადაც არაფერი მოიმოქმედეს და 2000 წელს, როდესაც გამოძიება კვლავ გაიხსნა, ყველაფერი იგივე შედეგით დასრულდა საბოლოოდ 2012-ში „Facebook“-ზე გაკეთებულმა კომენტარმა პარკჰერსტის აღიარებით ჩვენების მიცემა აიძულა, თუმცა ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა... მაგრამ...

პარკჰერსტის გმირობა

დაგლასი პარასკევს გარდაიცვალა. მისი შვილიშვილი ბეისბოლს ადგილობრივ საბავშვო ლიგაში თამაშობდა და ერთ-ერთ შეხვედრას პარკჰერსტიც ესწრებოდა. უეცრად მოედანზე მანქანა შემოვარდა, მან მოძრაობა ბავშვებთან მდგარი დაგლასისკენ დაიწყო. მოწმეების მიხედვით დაგლასმა ბავშვებს ხელი ჰკრა და ამით ისინი სიკვდილს გადაარჩინა, თუმცა თავად ტრავმას ვერ გადაურჩა და ტრაგიკულად დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით კეროლ შეროუ მანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ 52 წლის ქალბატონს მენტალური პრობლემებიც აწუხებს.

ცხოვრებაში არაფერი იკარგება

პარკჰერსტის სიკვდილი დიდი ირონიაა. დაგლასი ზუსტად ისე გარდაიცვალა, როგორც რამდენიმე წლის წინ მან კეროლი იმსხვერპლა, საინტერესოა, რომ მძღოლისა და ბავშვის სახელიც კი თითქმის იდენტურია - კეროლ და კეროლი (Carrol. Carolee).

კეროლის დამ, დარლინმა განაცხადა: „ცხოვრებაში არაფერი იკარგება. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს წრე შეიკრა. მას ზუსტად იგივე სიკვდილი ეწვია, როგორითაც ჩემი და მოკლა“.

პარკჰერსტი აღიარების შემდეგ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და როგორც დარლინი იუწყება მისი ოჯახისთვის პირადად არცერთხელ მოუბოდიშებია. მიუხედავად ამისა იგი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს დაგლასისთვის ყველაფრის პატიებას შეძლებს.

ცხელი ამბები