Aa
Aa

ტოჩინოშინი: "უბედნიერესი ადამიანი ვარ...თქვენ მე ყოველთვის მაძლიერებთ"

დღეს, ლევან გორგაძე იაპონიიდან საქართველოში დაბრუნდა და აეროპორტში მას უამრავი ადამიანი დახვდა.

ქართველმა სეკიტორმა სამახსოვრო ფოტოების გადაღებისა და ხელმოწერების დარიგების შემდეგ აეროპორტი დატოვა.

ტოჩინოშინის სამშობლოში ვიზიტი, შვილის შეძენასა და საკუთარი ძმის ქორწილს უკავშირდება.

ერთი წლის შემდეგ, ლევან გორგაძემ დღეს მეუღლე და შვილი პირველად ნახა.

ტოჩინოშინმა თავისი პირველი კომენტარი აეროპორტშივე გააკეთა.


 

პირველი ქართველი სუმოისტი და საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია (კოკაი).

 

კომენტარი ლევან გორგაძის მეუღლემ ნინო როსტიაშვილმაც გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ „ნაცუ ბაშო“ მოგება-წაგებათა ბალანსით 13-2-ზე დაასრულა და ოძეკის წოდება მიიღო.

ქართველი მებრძოლი სუმოს ისტორიაში მე-3 ევროპელი და პირველი ქართველი ოძეკი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო „ნაგოია ბაშო“ 8 ივლისიდან 22 ივლისამდე გაიმართება.

ცხელი ამბები