''ქევხიშვილმა ყველა პირობა დაარღვია'' - ''პრეზიდენტს მუშაობის საშუალებას არ მივცემთ''
Aa
Aa

''ქევხიშვილმა ყველა პირობა დაარღვია'' - ''პრეზიდენტს მუშაობის საშუალებას არ მივცემთ''

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის  გადადგომას მოითხოვენ. სპორტსმენთა პროტესტი თითქმის ერთი თვეა გრძელდება. ავთანილ ჭრიკიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა გადაცემა ''360 გრადუსის'' ეთერში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.

''დავით ქევხიშვილმა ყველა პირობა დაარღვია. უამრავი დიალოგისა და შეთანხმების მიუხედავად ქევხიშვილმა ყველა შეთანხმება დაარღვია. ამიტომ მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. რა აზრი აქვს მასთან დიალოგს? პროტესტი გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე'' - აღნიშნა ადამ ოქრუაშვილმა.

''პროცესში პოლიტიკური ძალები ჩართულნი არიან. აბა ქევხიშვილის მორევას რა უნდა. ქევხიშვილი უკვე ყვარლის იქით იქნებოდა. ბატონი ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში და თუ მოგვისმენს ძალიან კარგი იქნება. ბატონმა ბიძინამ ვითარების მხოლოდ 10 პროცენტი იცის და თუ მეორე მხარესაც მოუსმენს, ყველაფერი შეიცვლება და დალაგდება. მინდა მას თხოვნით მივმართო, თუ შეძლებს ჩვენთან გასაუბრებას, რაც ძალიან კარგი იქნება. დღეს ჩვენ მართლები ვართ, დღეს ჩვენ ვიჩაგრებით. მე უკვე არაერთხელ დავიჩაგრე და ძალიან კარგი იქნება თუ მისი მხრიდან რეაგირება იქნება. სხვა შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო გართულდება. ჩვენ ჩვენი ნერვები გვაქვს და ცივილური მეთოდებიდან გადახვევა არ გვსურს. ქევხიშვილს არ მივცემთ მუშაობის უფლებას. როგორც ჩვენ ვერ ვვარჯიშობთ, ასევე ვერ იმუშავებს ქევხიშვილი. დავდგებით და არ შევუშვებთ ფედერაციაში'' - განაცხადა ჭრიკიშვილმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, 27 მაისს თბილისში რუსთაველის გამზირზე ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას.

ცხელი ამბები