ტაისონ ფიური ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა! ბრიტანელი სეფერის განადგურებას აპირებს!
Aa
Aa

ტაისონ ფიური ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა! ბრიტანელი სეფერის განადგურებას აპირებს!

ტაისონ ფიურიმ „ინსტაგრამზე“ საკუთარი ვარჯიშის ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ იკითხა - „ომისთვის მზად ხარ“? ადრესატის გამოცნობა რთული არაა, ტაისონი 9 ივნისს ალბანელ მებრძოლს, სეფერ სეფერის დაუპირისპირდება.

29 წლის მოკრივის მტკიცებით, მან 29 კილოგრამი დაიკლო და ქამბექისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფება. ფიურის სავარჯიშო რეჟიმი საკმაოდ მრავალფეროვანია და ჩანს, რომ ბრიტანელი სეფერისთან მატჩისთვის მაქსიმალური დატვირთვით ემზადება.

 

„ამ შეშლილის წყალობით ( საუბარი ფიტნეს მწვრთნელზე, კრისტიან ბლექლოქზეა) კიდევ ერთი არანორმალური სავარჯიშო სესია დავასრულე. თავს მშვენივრად ვგრძნობ, დარწმუნებული ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე ისევ მსოფლიოს მბრძანებელი გავხდები“.

შეგახსენებთ, რომ ფიური რინგზე 2015 წლის შემდეგ არ გამოჩენილა. ტაისონმა ბოლო ბრძოლაში კლიჩკოს სძლია, თუმცა ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ბრიტანელმა დისკვალიფიკაცია მიიღო.

9 ივნისს მისი მეტოქე სეფერ სეფერი იქნება და ფიურის ადვილი მატჩი ნამდვილად არ ელის. 41 წლის მოკრივეს კარიერის მანძილზე 24-დან მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს წაგებული და მშვენიერ ფორმაში იმყოფება.  გულშემატკივართა უმრავლესობა ბრიტანულ ჯახს და ჯოშუა-ფიურის დაპირისპირებას ითხოვს, თუმცა ენტონის ჯერ უაილდერთან ჩხუბი სურს, ხოლო ფიური ასეთი დონის მეტოქესთან გასამკლავებლად ჯერჯერობით მზად არაა.

ბუკმეიკერული კანტორების მიხედვით მომავალ შეხვედრაში ფიური აშკარა ფავორიტია და ირწმუნებიან, რომ ალბანელი მოკრივე ბრიტანელს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

ცხელი ამბები