''ძალადობისა და ზეწოლის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა'' - ძიუდოისტთა ვიდეომიმართვა
საქართველოს ძიუდოსიტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა 27 მაისს გასამართი აქციის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ეროვნული გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ ხორციელდება ზეწოლა მათ მიმართ, ვინც საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
''ძალადობისა და ზეწოლის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა, რომ საპროტესტო აქციაზე ბევრი ადამიანი არ მოვიდეს. ნუ შეგეშინდებათ სიმართლის, ჩვენ არ ვითხოვთ ისე რამეს, რაც დაგაბრკოლებთ და პრობლემებს შეგიქმნით. ჩვენ ვითხოვთ იზეიმოს სიმართლემ, რაც უამრავი სპორტსმენის მოთხოვნაა'' - განაცხადა ლიპარტელიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები სოციალურ ქსელში მორიგ აქციას აანონსებენ. ამჯერად სპორტსმენები 27 მაისს რუსთაველის გამზირზე ყოფილი პარლამენტის წინ გამართვენ საპროტესტო აქციას. ძიუდოისტთა მოთხოვნა უცვლელია. ისინი პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.