“შალკეს” ინგსი მოუნდა
Aa
Aa

“შალკეს” ინგსი მოუნდა

გელზენკიხენის “შალკეს” ინგლისური “ბარნლის” თავდამსხმელის დენი ინგსის დამატება მოუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror–ი ავრცელებს.

ახალგაზრდა შემტევი მიმდინარე სეზონს ძალიან ნაყოფიერად ატარებს (პრემიერლიგის 27 შეხვედრაში 9 გოლი და 4 საგოლე სადაცემა) და “ბარნლიში” უდავოდ გამორჩეული ფიგურაა. 23 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და გასაკვირი არაა, რომ მასზე დიდი მოთხოვნაა. “შალკეს” გარდა, მისით “ლივერპული” და “სოსიედადი” ინტერესდებიან.

ინგსი “ბარნლიში” 2011 წელს გადავიდა “ბორნმუთიდან”. ამ დროის განმალობაში მან კლუბის მაისური 122-ჯერ მოირგო და 41 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები