გაზპრომის შემდეგ - შალკეს ახალი სპონსორი ჰყავს
Aa
Aa

გაზპრომის შემდეგ - შალკეს ახალი სპონსორი ჰყავს

უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების გამო გელზერკინხენის „შალკემ“ სპონსორ გაზპრომზე უარი თქვა და საკუთარი მაისურიდან რუსული კომპანიის ლოგო წაშალა.

ცნობილი ხდება, რომ „შალკემ“ ახალი სპონსორი იშოვა. გერმანული კლუბს სახლების კომპანია „ვივავესტი“ სეზონის ბოლომდე დაასპონსორებს და ფეხბურთელებს მაისურებზე სწორედ აღნიშნული კომპანიის ლოგო ექნებათ გამოსახული.

”ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ახალი პარტნიორის პოვნა ასე სწრაფად, არის დადებითი სიგნალი ჩვენი გულშემატკივრებისთვის და პარტნიორებისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, ახლო მომავალში დაგეგმილია საშუალოვადიანი ფინანსური ღონისძიებები ჩვენი კორპორატიული ობლიგაციისთვის.”

- ამის შესახებ საბჭოს წევრმა კრისტინა რულ-ჰამერსმა განაცხადა.

ასევე გეტყვით, რომ გელზერკინხენულმა კლუბმა დაკავებული თანამდებობიდან მწვრთნელი დიმიტრიოს გრამოზისი გაათავისუფლა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, არასახარბიელო შედეგები გახდა. „შალკეს“ ბუნდესლიგა 2-ში 25 ტურის შემდეგ, 41 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები