''ქევხიშვილთან დიალოგი შეუძლებელია'' - ''პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს''
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის ხუთპუნქტიან შეთავაზებას უარით უპასუხა. ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტთან დიალოგს არ აპირებენ.
''ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა იქნება ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ ამბით დაინტერესდეს, მოგვაქციოს ყურადღება და ჩვენთან ერთად გაიაროს პრობლემები. როდესაც ქევხიშვილი ამბობს, რომ ჩვენ 4-კაციანი გუნდი ვართ, შეურაცხყოფას გვაყენებს. კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ის პატივს არ სცემს სპორტსმენებს და ერთპიროვნულად მართავს ფედერაციას. ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას რომ ქევხიშვილი შეცდომებს არ გაიმეორებს. ასე რომ მასთან დიალოგი შეუძლებელია'' - განაცხადა ლიპარტელიანმა ტელეკომპანია ''პირველთან'' საუბარში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, თუმცა 5 მაისს დაწყებული პროტესტი გრძელდება და ძიუდოისტების ერთადერთი მოთხოვნა ქევხიშვილის გადადგომაა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ
''სად იყო აქამდე ცეზარ ჩოჩელი?'' - ვიცე-პრეზიდენტს ლიპარტელიანმა უპასუხა
''მე წავალ თუ ხელისშემშლელი ფაქტორები გამოიკვეთება'' - ქევხიშვილი განცხადებას ავრცელებს