ლაშა ტალახაძე:
Aa
Aa

ლაშა ტალახაძე: "სარწმუნოებას, რომელიც გვწამს, ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს"

ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და აბსოლუტური რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე საკუთარი facebook-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

ტალახაძე თავის პოსტში რუსთავი 2-ის ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას აკრიტიკებს.

გადაცემა „არჩევანის“ დასაწყისში გაბუნიამ შესავალი გააკეთა, რომელიც მხატვარ ლიკა უკლებას შესრულებული ე.წ. „თვითმკვლელი მარიამის“ შეფასებით დაიწყო, რომელიც სტუდიაში იყო მიტანილი.

 

გაბუნიას ამ სიტყვებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებაც გამოიწვია.

ლაშა ტალახაძემ შემდეგი დაწერა: „ძაან თავს ვიკავებ მსგავსი კომენტარებისგან, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია,. როცა ქრისტიანობას, სარწმუნოებას, რომელიც გვწამს, გვჯერა და გვაიმედებს, ესე ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს“.

ცხელი ამბები