მამაზე არანაკლები - მარსელოს შვილის გასაოცარი ტექნიკა
მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ზედიზედ მესამედ გახდა. სამეფო გუნდს შანსი აქვს ყველა დროის რეკორდი დაამყაროს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგოს. ლიგის ფინალი 26 მაისს, კიევში გაიმართება, მანამდე კი ფეხბურთელები შვილებთან ერთად მხიარულობენ, რისი მიზეზიც ნამდვილად აქვთ. „რეალის“ მცველმა, მარსელომ Instagram-ზე ფოტოები გაავრცელა, სადაც მისი შვილი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს.
8 წლის ენცო ვიეირა, მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხება, თუმცა ამჯერად ის მთავარი გუნდის გასახდელში ისეთ ფეხბურთელებს ეთამაშა, როგორებიც - ლუკა მოდრიჩი, მარკო ასენსიო და თავად მარსელო არიან.
???? Cuando tu padre es @MarceloM12 y te deja entrar a jugar en el vestuario del @realmadrid pasa esto:
— El Partidazo de COPE (@partidazocope) May 15, 2018
???????????????? pic.twitter.com/AZ73a7cARj
როგორც ჩანს პატარა ვიეირას საფეხბურთო ნიჭი მემკვიდრეობით მამისგან გადაეცა. მან გასულ წელს „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ენცო ვიეირას ვარცხნილობაც კი მამამისის, მარსელოს მსგავსი აქვს და საინტერესოა მომავალში მაღალ დონეზე ის რომელ კლუბში ითამაშებს. მანამდე კი ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ერთობა.
თავად მარსელომ „რეალის“ მაისურით 480 შეხვედრა ჩაატარა და უამრავ ტიტულთან ერთად, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.