Aa
Aa

ტოჩინოშინის ზედიზედ მე-3 გამარჯვება! - ქართველი "ნაცუ ბაშოზე" დაუმარცხებელია!..

მაისის "ნაცუ ბაშო" გრძელდება და დღეს ლევან გორგაძემ მე-3 ორთაბრძოლა ტამავაშის წინააღმდეგ გამართა, რომელსაც პირველი 2 დღის შემდეგ მოგება-წაგებათა ბალანსი 0:2-ზე ჰქონდა, ქართველს კი 2:0-ზე.

ტამავაში იჩირო 33 წლის მონღოლი სუმოისტია, რომელიც რანგით პირველი მაეგაშირაა. ტოჩინოშინს მასთან გამართული 16 ურთიერთშეხვედრიდან, 12 მოგებული ჰქონდა.

ტოჩინოშინმა დღევანდელი შეხვედრაც უპირატესობით წარმართა და საკმაოდ მარტივად მოიგო. მან მოწინააღმდეგეს ჰატაკიკომის ილეთით აჯობა და მიმდინარე "ნაცუ ბაშოზე" ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. რამდენიმე მებრძოლია, რომელთაც ყველა ორთაბრძოლა მოიგეს და ისინი ტოჩინოშინთან ერთად ლიდერთა შორის არიან.

ტურნირის მომდევნო დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მიტაკეუმი იქნება, რომელიც 25 წლისაა, მისი სიმაღლე 180 სმ.-ია, წონა კი - 167 კგ. მიტაკეუმი და ტოჩინოშინი ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, მათგან 4 ორთაბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გამართული ორივე ურთიერთშეხვედრა ტოჩინოშინმა მოიგო.

ცხელი ამბები