Aa
Aa

მოულოდნელი სცენარი - ქართველი ბოლო წამზე დამარცხდა

თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის რუსეთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 92 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების რეალური შანსი ირაკლი მწითურს ჰქონდა, თუმცა 22 წლის მოჭიდავემ ბოლო წამზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

ქართველი უკრაინელ კირილ მიეშკოვს ამარცხებდა ანგარიშით 6:0. მწითური პაექრობის მიწურულს მოდუნდა და უკრაინელს ქულების დაგროვების შესაძლებლობა მისცა. კულმინაცია იყო შეხვედრის ბოლო წამი, როცა მიეშკოვმა მწითური ხალიჩის გარეთ გაიყვანა და ანგარიში 6:6 გახადა. გამარჯვება უკრაინელს დარჩა.

ქართველებმა რუსეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპირველობაზე 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ვერცხლის მედალი ბექა ლომთაძეს ერგო, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და სანდრო ამინაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

ცხელი ამბები